საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია 250-მდე მეხანძრე-მაშველი და სამი ვერტმფრენი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია 250-მდე მეხანძრე-მაშველი და სამი ვერტმფრენი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი აცხადებს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესს კლიმატური პირობები ართულებს.

მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, რომლებიც ძლიერი ქარის ჩადგომისთანავე განაახლებენ ხანძრის ქრობის სამუშაოებს.

„გაზრდილია ასევე მეხანძრე-მაშველთა რიცხოვნობა და 250-მდე მეხანძრე მაშველის მობილიზება ხდება. ასევე, ადგილზე გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა და ვმუშაობთ ხანძრის ჩასაქრობად“, – განაცხადა დავით სუხიშვილმა.