საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს 11 067 ხანძარი გაჩნდა
2018 წელს 11 067 ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყებამ გასული წლის საქმიანობის სტატისტიკა გამოაქვეყნა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს მეხანძრე-მაშველებმა რეაგირება მოახდინეს 54 750 ინციდენტზე და ჩაატარეს 22 448 სამაშველო მოქმედება.
ამასთან, მეხანძრე-მაშველებმა გადაარჩინეს 1330 ადამიანი და 113 შინაური ცხოველი.
„2018 წელს 11 067 ხანძარი დაფიქსირდა, მათ შორის 112 – ტყეში, 1 510 ველებსა და პურეულის მასივებში“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.