საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ კომაროვის მათემატიკის მესამე ფესტივალი მიმდინარეობს
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ კომაროვის მათემატიკის მესამე ფესტივალი მიმდინარეობს

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ კომაროვის მათემატიკის მესამე ფესტივალი მიმდინარეობს.

ფესტივალი ორ ასაკობრივ კატეგორიაში იმართება.

ფესტივალი შედგება ორი ტურისგან ნახევარფინალი და ფინალი. ფესტივალის ყველა მონაწილეს და გუნდის ხელმძღვანელს გადაეცემა სერტიფიკატი. ორივე კატეგორიაში გამარჯვებულებს კი სხვადასხვა სახის ჯილდოები. პროექტის მიზანია მათემატიკის პოპულარიზაცია, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება.

„აღსანიშნავია, რომ წელს გვაქვს სიახლე, დამატებულია მეათე მეთერთმეტე მეთორმეტე კლასები ანუ მეორე კატეგორია. ძალიან გაზრდილია ფესტივალის გეოგრაფია, გარდა თბილისის სკოლებისა, უკვე მონაწილეობას იღებენ იმერეთის, შიდა და ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, აჭარის სკოლები. გუშინ გვქონდა ნახევარფინალი პირველ კატეგორიაში. 58 გუნდიდან შეირჩა 12 ფინალისტი გუნდი, ხოლო მეორე კატეგორიაში 60 გუნდიდან შეირჩა 12 ფინალისტი გუნდი“, – განაცხადა კომაროვის სკოლის დირექტორის მოადგილემ, თამარ მენაფირემ.