დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტებებისთვის დასაბარებელ პირთა არასრული სია დამტკიცდა
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის მიერ ახსნა-განმარტებებისთვის დასაბარებელ პირთა არასრული სია დამტკიცდა.
სიაში არიან :
ზაზა სარალიძე – გარდაცვლილი მოზარდის მამა, ნესტან ლონდარიძე – დავით სარალიძის ადვოკატი, დავით დადუნაშვილი – გარდაცვლილი მოზარდის მამა, ხათუნა მაღლაკელიძე – დადუნაშვილის ოჯახის წარმომადგენელი, მირზა სუბელიანი, მერაბ მორჩაძე, ზვიად კუპრავა, ივანე ნაკაიძე, ასევე, საქმეში გიფურანტი სხვა არასრულწლოვანი პირები და მათი წარმომადგენლები და საქმის სხვა მოწმეები.
ასევე, სიაში არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები: მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრის მოადგილე – ნათია მეზვრიშვილი, შსს-ს წარმომადგენელი – კახა სირაძე და გამომძიებლები – ანზორ ჟამერაშვილი, გიორგი ტაბატაძე, ირაკლი ფიფია, ირაკლი ცაგურია, ლარისა ვისინა, მირიან ჯალაღონია, ნუგზარ ნათელაშვილი, გიორგი ბაძგარაძე.
საქართველოს პროკურატურიდან სიაში არიან: ყოფილი მთავარი პროკურორი – ირაკლი შოთაძე, მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი – მამუკა ვასაძე, თბილისის პროკურორი – მალხაზ კაპანაძე, თბილისის პროკურორის მოადგილე – კონსტანტინე სირაძე და საქმის პროკურორები: ზვიად ფხაკაძე, ინა გუგუშვილი, მარიკა გოგოხია, თბილისის ყოფილი პროკურორი – მიხეილ შაყულაშვილი, ასევე, გიორგი გაბოძე.
ამასთან, არასრულ სიაშია იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
ასევე ექსპერტები: სოფიო ბელქანია, გიორგი ცინცაძე, რევაზ კაპანაძე, თამარ კაიშაური, ტატუნაშვილი გულნაზი, მაია ნიკოლეიშვილი.
ამავე სიას დაემატება შინაგან სააქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი და 51-ე საჯარო სკოლის ხელმძღვანელობა.
კომისიის წევრებმა სხდომაზე მსჯელობის შედეგად გადაწყვიტეს, რომ თავდაპირველად, დაბარებულ იქნებიან დაზარალებულები და საქმესთან უშუალოდ შეხებაში მყოფი პირები. დასაბარებელ პირთა თანმიმდევრობაზე კომისია ეტაპობრივად შეთანხმდება. ამასთან, სია არასრულია და კომისიის მუშაობის პროცესში შესაძლებელია მისი დახვეწა და განახლება, მათ შორის, საჭიროებისამებრ შესაძლებელი იქნება სიიდან კონკრეტული პირების ამოღება ან სიაში დამატება.
დროებითი საგამოძიებო კომისია მომდევნო კვირაში სამ სხდომას გამართავს – 20, 21 და 22 ივნისს.