საფრანგეთში გაფიცვა გრძელდება, ეიფელის კოშკი ვიზიტორებისთვის დაიკეტა [ვიდეო]
საფრანგეთში საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეთა გაფიცვა გრძელდება.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკვე მეორედ, საფრანგეთის მთავარი სიმბოლო – ეიფელის კოშკი ვიზიტორებისთვის დაიკეტა.
ღირსშესანიშნაობის თანამშრომლები პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ საყოველთაო გაფიცვას შეუერთდნენ.
საფრანგეთის მოსახლეობის ნაწილი დაგეგმილ საპენსიო რეფორმას აპროტესტებს. მთავრობის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოცხადებული დათმობების მიუხედავად საფრანგეთის ქალაქებში ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა. პარიზში საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. შეტაკებები მოხდა ქალაქ ნანტშიც.
პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციას მოძრაობა „ყვითელი ჟილეტებიც“ შეუერთდა.