„როიტერი“ - ეიფელის კოშკთან მომხდარი თავდასხმისთვის დაკავებულმა თავდასხმამდე ვიდეო გაავრცელა, სადაც ერთგულება აღუთქვა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს
„როიტერი“ - ეიფელის კოშკთან მომხდარი თავდასხმისთვის დაკავებულმა თავდასხმამდე ვიდეო გაავრცელა, სადაც ერთგულება აღუთქვა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს

პარიზის ცენტრში, ეიფელის კოშკთან განხორციელებული თავდასხმისთვის დაკავებულმა მამაკაცმა თავდასხმამდე სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ერთგულება აღუთქვა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გამოძიება ანტიტერორისტულმა პროკურატურამ დაიწყო. დაკავებული 26 წლის საფრანგეთის მოქალაქეა. პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი 2016 წელს თავდასხმის დაგეგმვისთვის დააკავეს და ოთხი წლის შემდეგ გაათავისუფლეს.

მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ეჭვმიტანილი აკრიტიკებდა საფრანგეთის მთავრობას. ის ასევე აცხადებდა, რომ საფრანგეთი იყო თანამონაწილე ღაზაში პალესტინელების დაღუპვაში.

პარიზში, ეიფელის კოშკთან ტურისტებზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი.