საფრანგეთში დიდი შვიდეულის სამიტის უსაფრთხოებას 10 ათასი სამართალდამცველი დაიცავს
საფრანგეთში დაგეგმილი დიდი შვიდეულის სამიტის უსაფრთხოებას 10 ათასი სამართალდამცველი დაიცავს. სამიტი 24 აგვისტოს ქალაქ ბიარიცში უნდა ჩატარდეს.
ქალაქში ლიდერებთან ერთად 5 000-კაციან დელეგაციას ელოდებიან. მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პოლიციის სხვადასხვა დეპარტამენტის მობილიზება დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, დიდი შვიდეულის სამიტის დროს აქციების ჩატარებას გეგმავენ მოძრაობა „ყვითელჟილეტიანების“ წარმომადგენლები.