გაერთიანებულ სამეფოში „დიდი შვიდეულის“ სამიტი იწყება
გაერთიანებულ სამეფოში „დიდი შვიდეულის“ სამიტი იწყება

გაერთიანებულ სამეფოში „დიდი შვიდეულის“ სამიტი იწყება.

მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერებმა რამდენიმე წუთის წინ, ტრადიციულად ერთობლივი ფოტო გადაიღეს, თუმცა ამჯერად დისტანციის დაცვით.

სამიტის მიმდინარეობისას ლიდერები პანდემიაზე, ვაქცინების გადანაწილების თემასა და კლიმატური ცვლილებების საკითხზე იმსჯელებენ. ასევე, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთი და მისგან მომავალი საფრთხეები იქნება.

სამიტი 13 ივნისს დასრულდება.