„ბლუმბერგი“ – ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასასწრებად ჩავა

09:50, 19.05.2023

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიაში G7-ის სამიტზე დასასწრებად გაემგზავრება, – ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, იაპონიის მთავრობამ ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ უკრაინის ლიდერი მოლაპარაკებებს ონლაინ რეჟიმში დაესწრებოდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა კი იაპონურ მედიას განუცხადა, რომ ზელენსკის დასწრება არ იყო გამორიცხული და დამოკიდებული იქნებოდა ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე.

„დიდი შვიდეულის“ სამიტი 19-დან 21 მაისის ჩათვლით იაპონიაში, ქალაქ ჰიროსიმაში გაიმართება.

მსგავსი