საფრანგეთში აზერბაიჯანელ ჟურნალისტს თავს დაესხნენ, მოკლულია მისი მეუღლე
საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში აზერბაიჯანელ ჟურნალისტ რახიმ ნამაზოვს და მის მეუღლეს თავს დაესხნენ. ნამაზოვი ცეცხლსასროლი იაარღიდან ზურგის არეშია დაჭრილი და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. მისი ცოლი კი ადგილზევე მოკლეს. სამართალდამცავების ინფორმაციით, ნამაზოვი და მისი ცოლი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, როდესაც მათ ცეცხლი გაუხსნეს.
ნამაზოვს და მის ოჯხას საფრანგეთში 2010 წლიდან პოლიტიკური თავშესაფარი ჰქონდათ მიღებული.
როგორც „ფრანს პრესთან“ ქალაქ კოლომიეს მერმა კარინ ტრავალ-მიშელმა განაცხადა, შეუძლებელია არ იფიქრო იმაზე, რომ „ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, რადგან რახიმ ნამაზოვი არის ჟურნალისტი, რომელიც სამშობლოში აწამეს და დააპატიმრეს“. თუმცა ამავე დროს მერმა აღნიშნა, რომ მომხდარ დრამატულ ინციდენტს გამოძიებამ უნდა მოჰფინოს ნათელი.
რახიმ ნამაზოვი აზერბაიჯანის ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებდა. 2017 წლის დეკემბერში მან ინტერნეტ-პორტალ YouTube-ზე გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ჯარში სამხედროებისადმი სასტიკი მოპყრობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების გამო დააპატიმრეს.