წალკაში „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ძალადობისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულს 10 000 ლარის გირაო შეეფარდა
წალკაში „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ძალადობისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულს 10 000 ლარის გირაო შეეფარდა

წალკაში „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ძალადობისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულს თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარის გირაო შეუფარდა.

სხდომაზე დაცვის მხარე 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, ხოლო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ბრალდებულს 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. დაკავებული საპატიმროს შეფარდებული გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 30 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად დაუპირისპირდა ადგილობრივი პირი, რომელმაც ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში შეუშალა ხელი და ფიზიკურად შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე მიმდინარეობს, დანაშაული ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.