საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია ახალ კალედონიაში დაპირისპირებას კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა
საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია ახალ კალედონიაში დაპირისპირებას კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ადგილობრივი მოქალაქე გზის განბლოკვის ოპერაციის დროს ეროვნული ჟანდარმერიის ინტერვენციის ჯგუფის წევრის მიერ გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. მედიის ინფორმაციით, მანამდე ჟანდარმების მიმართ ცეცხლი გაიხსნა და, მსროლელის იდენტიფიცირების შემდეგ, სამართალდამცველებმა სროლითვე უპასუხეს.
სამხრეთ წყნარი ოკეანის არქიპელაგი 13 მაისიდან ძალადობრივი არეულობის კერაა, სადაც პროტესტი საარჩევნო ორგანოს მიერ შეთავაზებულმა რეფორმამ გამოიწვია. ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომელიც კანაკების სახელითაა ცნობილი, საარჩევნო ორგანო დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. ეს საკონსტიტუციო კანონპროექტი საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ივნისში, ეროვნული ასამბლეის დაშლიდან სამი დღის შემდეგ შეაჩერა, მაგრამ არეულობა ამის შემდეგაც გაგრძელდა.
პროტესტის დაწყებიდან ცხრა ადამიანი იყო დაღუპული, მათი რიცხვი კი ამ ინციდენტის შემდეგ ათამდე გაიზარდა. არეულობის ორკესტრირებისთვის ბრალი 13 ადამიანს წაუყენეს, ხუთი მათგანი კი პატიმრობაში რჩება.