საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში ტყის მასივებზე მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს.
ცეცხლმა ათობით საცხოვრებელი სახლი გადაწვა, ევაკუირებულია ათასობით მოსახლე.
სტიქიასთან გამკლავებას 1000-მდე მეხანძრე ცდილობს, სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია სპეცტექნიკა და ავიაცია. ცეცხლმა 6000 ჰა ფართობი მოიცვა.