საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში ტყის მასივზე ხანძარია
საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში ტყის მასივზე ხანძარია

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში ტყის მასივებზე მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს.

ცეცხლმა ათობით საცხოვრებელი სახლი გადაწვა, ევაკუირებულია ათასობით მოსახლე.

სტიქიასთან გამკლავებას 1000-მდე მეხანძრე ცდილობს, სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია სპეცტექნიკა და ავიაცია. ცეცხლმა 6000 ჰა ფართობი მოიცვა.