საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა სოფო კილაძეს ბავშვთა უფლებების მიმართულებით გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე საქართველოში საფრანგეთის სრულუფლებიან ელჩს, დიეგო კოლასს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარემ ფრანგ დიპლომატს კომიტეტის საქმიანობა გააცნო და იმ საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს.
„საფრანგეთის ელჩმა, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობას და სოფო კილაძეს მადლობა გადაუხადა ბავშვთა უფლებების მიმართულებით გაწეული სამუშაოებისთვის. შეთანხმდნენ კონკრეტულ პროექტებზე, კერძოდ, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიმართულებით საფრანგეთთან ერთად, კომიტეტი კონკრეტულ პროგრამებს შეიმუშავებს“, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.