2019 წლის მაისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 701.4 მლნ აშშ დოლარით (+23.3%) გაიზარდა და 3.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
ამასთან, „გალტ ენდ თაგარტის“ მონაცემებით, მაისში წინა თვესთან შედარებით რეზერვები 95.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა (+2.6%).
2019 წლის მაისში ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციები არ ჰქონია. რეზერვების ცვლილება მთავრობის და/ან ბანკების სავალუტო ოპერაციებით იყო გამოწვეული.
2019 წლის 6 და 7 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონებზე, სებ-მა 10.0 მლნ და 20.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა.
ამასთან, წლის დასაწყისიდან სებ-მა ჯამურად 216 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა – 165.0 მლნ აშშ დოლარი სავალუტო აუქციონზე, ხოლო დანარჩენი სავალუტო ოფციონის ინსტრუმენტით.