ეროვნული ბანკის რეზერვები ოქტომბერში 215 მილიონი დოლარით შემცირდა

18:07, 07.11.2019

საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, 215 მილიონი დოლარით შემცირდა და 31 ოქტომბრის მდგომარეობით, 3 მილიარდ 386 მილიონ 992 ათას დოლარს შეადგენს.

რეზერვები 2018 წლის დეკემბრის შემდეგ მინიმალურ ნიშნულზეა. კერძოდ, დეკემბრის ბოლოს რეზერვების მოცულობა 3 მილიარდ 288 მილიონ 828 ათასს შეადგენდა, მას შემდეგ კი ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა.

რეზერვების მაქსიმალური ნიშნული კი, მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს დაფიქსირდა – 3 მილიარდ 735 მილიონ 839 ათასი დოლარი.

ეროვნული ბანკის რეზერვები მიმდინარე წლის სექტემბერშიც შემცირდა. უწყების მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში აღნიშნული იყო, რომ ცვლილება სავალუტო აუქციონებსა და ხაზინასთან განხორციელებულ ოპერაციებს უკავშირდებოდა.

მსგავსი