ეროვნული ბანკის რეზერვები დეკემბერში 167 მილიონი დოლარით გაიზარდა

17:51, 08.01.2020

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები დეკემბერში დაახლოებით 167 მილიონი დოლარით გაიზარდა. 2019 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით, ოფიციალური სარეზერვო აქტივების მოცულობამ 3 მილიარდ 493 მილიონ 773 ათას დოლარი შეადგინა.

ამასთან, წლიურად რეზერვები დაახლოებით 205 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. 2018 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, რეზერვები 3 მილიარდ 288 მილიონ 828 ათას დოლარს შეადგენდა.

ეროვნული ბანკის რეზერვები ისტორიულად მაქსიმალურ ნიშნულზე გასული წლის ივნისში იყო  – 3 მილიარდ 735 მილიონ 839 ათასი დოლარი.

მსგავსი