საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები დეკემბერში დაახლოებით 167 მილიონი დოლარით გაიზარდა. 2019 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით, ოფიციალური სარეზერვო აქტივების მოცულობამ 3 მილიარდ 493 მილიონ 773 ათას დოლარი შეადგინა.
ამასთან, წლიურად რეზერვები დაახლოებით 205 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. 2018 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, რეზერვები 3 მილიარდ 288 მილიონ 828 ათას დოლარს შეადგენდა.
ეროვნული ბანკის რეზერვები ისტორიულად მაქსიმალურ ნიშნულზე გასული წლის ივნისში იყო – 3 მილიარდ 735 მილიონ 839 ათასი დოლარი.