საერთაშორისო ორგანიზაციები თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ანგარიშის ნომრებს აქვეყნებენ
საერთაშორისო ორგანიზაციები თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ანგარიშის ნომრებს აქვეყნებენ. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
დახმარების მსურველ პირებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ორგანიზაციების ანგარიშის ნომრებზე:
British Red Cross: Turkey and Syria appeal
Islamic Relief: Turkey-Syria earthquake appeal
Oxfam: Turkey and Syria earthquake response appeal
Doctors Without Borders Australia: Syria-Turkey appeal
Care US: Turkey and Syria earthquakes fund
Save the Children US: Turkey and Syria earthquakes appeal
Unicef: Appeal for earthquake in Turkey and Syria
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 6 თებერვალს, გამთენიისას მომხდარი 7,7 მაგნიტუდის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ 240-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3 381-მდე გაიზარდა, დაშავებულია 20 426 ადამიანი. გავრცელებული ცნობით, მიწისძვრებმა თურქეთში 5 600-ზე მეტი შენობა გაანადგურა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში 7 800-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს.
მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაში. ბოლო მონაცემებით, სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 600-ს აღემატება. მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტი, 1 500-მდე ადამიანი ალეპოს, ლატაკიის, ჰამას, იდლიბისა და ტარტუსის პროვინციებში დაშავდა.