თურქეთში მიწისძვრის დროს დაღუპულთა რიცხვი 3 381-მდე გაიზარდა
თურქეთში მიწისძვრის დროს დაღუპულთა რიცხვი 3 381-მდე გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის დროს დაღუპულთა რიცხვი 3 381-მდე გაიზარდა.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაშავებულია 20 426 ადამიანი.

ორი ძლიერი მიწისძვრა და 185 ბიძგი თურქეთის 11 პროვინციაში, მათ შორის მალათიაში, შანლიურფაში, ოსმანიესა და დიარბაქირში იგრძნობოდა. გავრცელებული ცნობით, მიწისძვრებმა თურქეთში 5 600-ზე მეტი შენობა გაანადგურა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში თურქეთში 7 800-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს.