თურქეთში მოქალაქეები აპროტესტებენ ესენიურთის მერის დაკავებას, რომელსაც პროკურატურა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ კავშირში ადანაშაულებს
თურქეთში მოქალაქეები აპროტესტებენ ესენიურთის მერის დაკავებას, რომელსაც პროკურატურა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ კავშირში ადანაშაულებს

თურქეთში მოქალაქეები აპროტესტებენ ესენიურთის რაიონის მერის, აჰმეთ ოზერის დაკავებას, რომელსაც პროკურატურა  ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ კავშირში ადანაშაულებს. საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მიიღო ასობით ადამიანმა.

აჰმეთ ოზერი მას შემდეგ დააკავეს, რაც გასულ კვირას თურქეთის დედაქალაქ ანკარაში თურქეთის „საჰაერო კოსმოსური ინდუსტრიის“ შენობაზე თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ აიღო.

აჰმეთ ოზერი ტერორიზმთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს.

ცნობისთვის, თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტია ესენიურთის მუნიციპალიტეტს მართავს, რომელსაც დაახლოებით მილიონი მცხოვრებელი ჰყავს და მათი დიდი ნაწილი ემიგრანტია. ოზერი სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს ყოფილი მრჩეველია. იმამოღლუ განიხილება, როგორც ერდოღანის პოტენციური მეტოქე საპრეზიდენტო არჩევნებში.