საერთაშორისო ორგანიზაციები თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ანგარიშის ნომრებს აქვეყნებენ

14:03, 07.02.2023

საერთაშორისო ორგანიზაციები თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ანგარიშის ნომრებს აქვეყნებენ. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

დახმარების მსურველ პირებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ორგანიზაციების ანგარიშის ნომრებზე:

British Red Cross: Turkey and Syria appeal

Islamic Relief: Turkey-Syria earthquake appeal

Oxfam: Turkey and Syria earthquake response appeal

Doctors Without Borders Australia: Syria-Turkey appeal

Care US: Turkey and Syria earthquakes fund

Save the Children US: Turkey and Syria earthquakes appeal

Unicef: Appeal for earthquake in Turkey and Syria

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 6 თებერვალს, გამთენიისას მომხდარი 7,7 მაგნიტუდის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ 240-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3 381-მდე გაიზარდა, დაშავებულია 20 426 ადამიანი. გავრცელებული ცნობით, მიწისძვრებმა თურქეთში 5 600-ზე მეტი შენობა გაანადგურა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში 7 800-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს.

მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაში. ბოლო მონაცემებით, სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 600-ს აღემატება. მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტი, 1 500-მდე ადამიანი ალეპოს, ლატაკიის, ჰამას, იდლიბისა და ტარტუსის პროვინციებში დაშავდა.

მსგავსი