საერთაშორისო კოალიცია სირიის საზღვრის დასაცავად სამხედრო დაჯგუფებას ქმნის
საერთაშორისო კოალიცია სირიის საზღვრის დასაცავად სამხედრო დაჯგუფებას ქმნის

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ შექმნილი საერთაშორისო კოალიცია, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს, სირიის საზღვრის დასაცავად სამხედრო დაჯგუფებას ქმნის.

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, კოალიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მათ განუცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებიდან უკვე მოხდა 30 000 სამხედროს მობილიზება. წყაროს ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით კოალიცია აქტიურად თანამშრომლობს სირიის ოპოზიციასთან.

საერთაშორისო კოალიციაში ამბობენ, რომ ამ გზით ისინი აპირებენ, სირიის საზღვარი ტერორისტებისგან დაიცვან.