„საბურთალოსთან“ „აპოლონის“ ლიდერის თამაში საეჭვოა
„საბურთალოსთან“ „აპოლონის“ ლიდერის თამაში საეჭვოა

ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „საბურთალოსთან“ მატჩამდე ლიმასოლის „აპოლონს” სერიოზული საკადრო პრობლემები შეექმნა – ამის შესახებ გუნდში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ გახდა ცნობილი.

შარლისონ ბენსონის მონაწილეობა კვირპოსის ჩემპიონატის პირველ მატჩში ძალიან საეჭვოა. თავდამსხმელი გასულ პარასკევს (14 აგვისტო) აპოელ-თან ამხანაგურ შეხვედრაში დაშავდა და დაზიანებებიდან გამომდინარე, „დოქსასთან“ შაბათს, 22 აგვისტოს დაგეგმილ, ჩემპიონატის პირველ მატჩს გამოტოვებს. შემტევი გაივლის სამედიცინო გამოკვლევას ტრავმის სირთულის დასადგენად. თუმცა, გუნდის ნიდერლანდელი ლიდერის „აპოლონისა“ და „საბურთალოს“ შეხვედრაში მონაწილეობა საეჭვოა“, – წერს „ფილნიუსი“.

გამოცემის ცნობით, ბენსონის გარდა, გუნდის მთავარი მწვრთნელი სოფრონის ავგუსტი ასევე დაშავებულ ჰამბოს კირიაკოსსაც ვერ დაეყრდნობა.

ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ლიმასოლის „აპოლონსა“ და თბილისის „საბურთალოს“ შორის, რომელიც 27 აგვისტოს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში „ჯი ეს პი“ სტადიონზე ჩატარდება

შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო, წლევანდელი ევროტურნირების მატჩები ერთრაუნდიანი იქნება. საწყის ეტაპზე საერთაშორისო შეხვედრები უმაყურებლოდ ჩატარდება.