„შახტარი“ ევროპალიგის მერვედფინალშია - გოჩოლეიშვილი განაცხადში არ იყო #1TVSPORT
„შახტარი“ ევროპალიგის მერვედფინალშია - გოჩოლეიშვილი განაცხადში არ იყო #1TVSPORT

გიორგი გოჩოლეიშვილის დონეცკის „შახტარმა“ ევროპის ლიგის 1/16-ფინალის განმეორებითი მატჩი „რენთან“ გასვლაზე ითამაშა და პენალტების სერიით შემდეგ ეტაპზე გავიდა.

საქართველოს ნაკრების მცველი „შახტარის“ მწვრთნელმა საფრანგეთში წაიყვანა, მაგრამ გიორგი დონეცკელთა საევროპო განაცხადში ვერ მოხვდა და თამაშს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს.

რენმა“ პირველი მატჩი 1:2 წააგო, განმეორებითი შეხვედრა კი ასეთივე ანგარიშით მოიგო. ანგარიში 52-ე წუთზე ტოკო ეკამბიმ გახსნა და საერთო ანგარიში გაათანაბრა 2:2. ძირითადი დრო ასეც დასრულდა, დამატებით დროში კი „რენის“ უპირატესობა 107-ე წუთზე იბრაჰიმ სალაჰმა გაზარდა.

უკრაინელები ფრანგების მცველმა ჟანუელ ბელოსიანმა გადაარჩინა, რომელმაც 119-ე წუთზე ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც უკრაინელებმა უკეთ შეასრულეს (5:4), ორი მატჩის ჯამში გაიმარჯვეს და გოჩოლეიშვილის „შახტარმა“ შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.