საბურთალო კვიპროსის აპოლონს გასვლაზე შეხვდება
საბურთალო კვიპროსის აპოლონს გასვლაზე შეხვდება
შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას ოფისში ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა დასრულდა და „საბურთალოს“ მეტოქე გაირკვა.
წილისყრას უეფას საკლუბო ტურნირების ორგანიზატორი მიხაელ ჰეზელშვერდტი უძღვებოდა.

გამომდინარე იქიდან, რომ „საბურთალო“ განუთესავებში იყო, საკმაოდ ძლიერი მეტოქე შეხვდა.

„საბურთალოს“ შესაძლო მეტოქები გახლდნენ ჰაიფას „მაკაბი“ (ისრაელი), „აპოლონი“ (კვიპროსი) და „ალაშკერტი“ (სომხეთი).

ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისური გუნდის მეტოქე კვიპროსის წარმომადგენელი “აპოლონი” იქნება. შეხვედრა ერთმატჩიანია და 27 აგვისტოს, კვიპროსზე გაიმართება.