საბერძნეთში ტყის მასივში ხანძარს ებრძვიან
საბერძნეთში ტყის მასივში ხანძარს ებრძვიან

ათენის მახლობლად ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი საცხოვრებელ სახლებს უქმნის საფრთხეს.

„როიტერის“ ინფორმაციით, საბერძნეთის დედაქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით გაჩენილ ხანძარს ქარი აძლიერებს, რის გამოც უსაფრთხოების წინასწარი ზომების ფარგლებში სამი უბნის, სასტუმროს, მიგრანტთა ბანაკის და ბავშვთა საზაფხულო ბანაკის ევაკუაცია განხორციელდა.

სანაპირო ქალაქ ლავროსთან ცეცხლის ჩაქრობას 20-მდე სახანძრო მანქანა, ორი თვითმფრინავი და ოთხი ვერტმფრენი ცდილობს. პოლიციამ ახლომდებარე გზები გადაკეტა. ხანძრის მიზეზები უცნობია.