საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, სტიქიასთან ბრძოლა გრძელდება.
შეგახსენებთ, ტყის ხანძრის გამო საბერძნეთში ბოლო მონაცემებით, 60- ზე მეტი ადამიანია დაღუპული. ასობით დაშავებულია. ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა საბერძნეთის მთავრობას სტიქიასთან საბრძოლველად დახმარება უკვე შესთავაზეს.