საბერძნეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

17:37, 24.07.2018

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სტიქიასთან ბრძოლა გრძელდება.

შეგახსენებთ, ტყის ხანძრის გამო საბერძნეთში ბოლო მონაცემებით, 60- ზე მეტი ადამიანია დაღუპული. ასობით დაშავებულია. ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა  საბერძნეთის მთავრობას სტიქიასთან საბრძოლველად დახმარება უკვე შესთავაზეს.

მსგავსი