ათენთან ახლოს ტყე იწვის
ათენთან ახლოს ტყე იწვის

ათენთან ახლოს ტყე იწვის. როგორც ბერძნული მედია იუწყება, ხანძრის ჩაქრობას 133 მეხანძრე, 42 მანქანა და ავიაცია ცდილობს. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, ამჟამად ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა მის ლიკვიდაციას დრო დასჭირდება.

ხანძარი საბერძნეთის დედაქალაქის სიახლოვეს მდებარე ქალაქ პეანიაში 8 აგვისტოს, ღამით გაჩნდა. პოლიციამ მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა. როგორც ატიკის რეგიონის გუბერნატორმა განაცხადა, ამჟამად ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს საფრთხეს უკვე აღარ უქმნის.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად ორი სახლი დაიწვა და კიდევ ორი დაზიანდა.

დატოვე კომენტარი