საბერძნეთში, კორინთოს ყურეში ხანძრის გამო, სულ მცირე ექვსი სოფელი და ორი მონასტერი ევაკუირებულია
საბერძნეთში, კორინთოს ყურეში ხანძრის გამო, სულ მცირე ექვსი სოფელი და ორი მონასტერი ევაკუირებულია

საბერძნეთში, კორინთოს ყურეში ხანძრის გამო, სულ მცირე ექვსი სოფელი და ორი მონასტერი ევაკუირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

სამაშველო სამსახურის ცნობით, ხანძრის ადგილი 90 კილომეტრით არის დაშორებული ქვეყნის დედაქალაქიდან და ამ ეტაპზე საშიშროებას არ წარმოადგენს.

ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია 180 მეხანძრე, 62 სახანძრო მანქანა, 17 თვითმფრინავი და სამი ვერტმფრენი. სამაშველო სამსახურის განცხადებით, დაზიანებულია რამდენიმე სახლი. ამასთან, უწყების ინფორმაციით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

საბერძნეთში, თითქმის ყოველ ზაფხულს ჩნდება ძლიერი ხანძარი, რაც გვალვით, ძლიერი ქარითა და ტემპერატურის მატებით არის გამოწვეული.