საბერძნეთში მიმდინარე იუნიორ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საბა ასანიძემ აკვრაში ოქროს, ხოლო ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო]#1TVSPORT
საბერძნეთში მიმდინარე იუნიორ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საბა ასანიძემ აკვრაში ოქროს, ხოლო ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო]#1TVSPORT

საქართველოს იუნიორ ძალოსანთა ეროვნული გუნდის წევრი 81 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე საბა ასანიძე აკვრაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

მან აკვრაში 176 და 183 კგ. დააფიქსირა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

საბა ასანიძე პირველ მოძრაობაში მეექვსე იყო, მან ატაცში 137, 141 კგ. დაძლია.

საბა ასანიძე ორჭიდის ჯამში 324 კგ-ით ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

საბა საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, ოლიმპიური ჩემპიონის გიორგი ასანიძის ვაჟია.