ძალოსნობა | ლაშა ტალახაძემ მსოფლიო თასის გათამაშებაზე მხოლოდ წარდგენაში მიიღო მონაწილეობა #1TVSPORT
ძალოსნობა | ლაშა ტალახაძემ მსოფლიო თასის გათამაშებაზე მხოლოდ წარდგენაში მიიღო მონაწილეობა #1TVSPORT

ტაილანდში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო თასის გათამაშებაზე, რომელიც პარიზის ოლიმპიური თამაშების სავალდებულო სალიცენზიო ჩასათვლელი ტურნირია, დღეს გამარჯვებულები +109 კგ. წონითი კატეგორიაში გამოვლინდებიან.

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლებისა და პირადად ლაშა ტალახაძის გადაწყვეტილებით, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, რეგლამენტის შესაბამისად, სტარტზე გამოცხადდა, თუმცა ტრავმასთან დაკავშირებული რისკის თავიდან აცილების მიზნით ის დღეს ფიცარნაგზე არ გამოვა.

ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშება ბოლო სალიცენზიო სავალდებულო ტურნირია და სტარტზე გამოცხადება სავალდებულოა.