ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში | ლაშა ტალახაძე რეაბილიტაციას გადის და ოლიმპიადისთვის რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, დღევანდელ ასპარეზობაში მონაწილეობას არ მიიღებს #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში | ლაშა ტალახაძე რეაბილიტაციას გადის და ოლიმპიადისთვის რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, დღევანდელ ასპარეზობაში მონაწილეობას არ მიიღებს #1TVSPORT

ბულგარეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობაში მძიმეწონოსნები ჩაერთვნენ, სადაც საქართველოს ნაკრებიდან ორი ძალოსანი მონაწილეობს.

+109 კგ. წონით კატეგორიის განაცხადში ლაშა ტალახაძე და ბაქარ თურმანიძე არიან, თუმცა შეჯიბრებაზე მხოლოდ ბაქარი გამოვა.

გულშემატკივრები მსოფლიოს უძლიერესი ძალოსნის, ლაშა ტალახაძის ასპარეზობას ელოდებოდნენ, მაგრამ, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ლაშა მიმდინარე ჩემპიონატს გამოტოვებს.

როგორც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ განაცხადა, ლაშა ტალახაძე რეაბილიტაციას გადის და ამ ეტაპზე, ოლიმპიადისთვის რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, მისი დღევანდელი ასპარეზობა გამოირიცხა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ჩემპიონატი პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირია და, რეგლამენტის თანახმად, აუცილებელია სპორტსმენის აწონვა და სტარტზე გამოცხადება – ლაშა ტალახაძემ სწორედ ეს წესი დაიცვა.