საბერძნეთში, კუნძულ სამოსზე მდებარე ლტოლვილების ბანაკში, შეტაკება მოხდა და ხანძარი გაჩნდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, კონფლიქტში სირიელი და ავღანელი ლტოლვილები მონაწილეობდნენ. ჩხუბის მონაწილე სამი მიგრანტი დანით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საბერძნეთის პოლიციამ არეულობის დროს ცრემლმდენი აირი გამოიყენა. ჩხუბის მონაწილეებმა ბანაკში ხანძარი გააჩინეს, რის გამოც ლტოლვილების ევაკუაცია გახდა საჭირო. ინციდენტის დროს აღნიშნულ ბანაკში 5 700 მიგრანტი იმყოფებოდა.