ილია დარჩიაშვილი – გაერო-ს რეზოლუცია ადასტურებს ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის, მათი შთამომავლების უფლებას, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში
გაერო-ს რეზოლუცია ადასტურებს ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის, მათი შთამომავლების უფლებას, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.
„გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ მიიღო რეზოლუცია, რომელიც 61 ქვეყანამ დაასპონსორა, მხარი კი 95 სახელმწიფომ დაუჭირა. ის ადასტურებს ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის, ასევე მათი შთამომავლების უფლებას, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში. მადლობას ვუხდით ამ ჰუმანიტარული საკითხის ყველა მხარდამჭერს“, – წერს საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 76-ე სესიის ფარგლებში, მიიღო რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.
UNGA once again passed the resolution co-sponsored by 61& supported by 95 countries, reaffirming the right of all IDPs & refugees& their descendants to return to their homes in Russia-occupied Abkhazia & Tskhinvali regions of🇬🇪. We thank all supporters of this humanitarian cause.
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) June 8, 2022