ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინელი ლტოლვილების დროებითი დაცვის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინელი ლტოლვილების დროებითი დაცვის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინელი ლტოლვილების 2024 წლის 4 მარტიდან 2025 წლის 4 მარტამდე დროებითი დაცვის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

„ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინელ ხალხს, რამდენი ხანიც დასჭირდება. დაცვის სტატუსის გახანგრძლივება უზრუნველყოფს 4 მილიონზე მეტ ლტოლვილს, რომლებმაც უსაფრთხო თავშესაფარი იპოვეს ევროკავშირში“, – განაცხადა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ფერნანდო გრანდე-მარლასკა გომესმა.

დროებითი დაცვის მექანიზმი ამოქმედდა 2022 წლის 4 მარტს და ავტომატურად გაგრძელდა ერთი წლით.

დროებითი დაცვის სისტემა უზრუნველყოფს დაუყოვნებელ და კოლექტიურ, ანუ ინდივიდუალური განცხადებების შემოწმების გარეშე, დაცვას იძულებით გადაადგილებული პირების, რომლებსაც არ შეუძლიათ, დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში.

დროებითი დაცვის მიზანია, იძულებით გადაადგილებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, ისარგებლონ უფლებებით ევროკავშირის მასშტაბით, რაც მოიცავს საცხოვრებელს, სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას, სოციალურ დახმარებასა და ბავშვებისთვის განათლების ხელმისაწვდომობას.

დროებითი დაცვა არის ევროკავშირის საგანგებო მექანიზმი, რომელიც აქტიურდება მასობრივი შემოდინების გამონაკლის შემთხვევებში.