გაერო-ს მონაცემებით, უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობამ 2,5 მილიონს მიაღწია
უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობამ 2,5 მილიონს მიაღწია. შესაბამის მონაცემებს გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ფილიპო გრანდი ავრცელებს.
ამასთან, გაერო-ს მონაცემებით, კიდევ ორ მილიონამდე ადამიანი უკრაინის შიგნით დევნილად იქცა.
„უკრაინიდან ლტოლვილების რაოდენობამ 2,5 მილიონს მიაღწია. ჩვენი შეფასებით, დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი უკრაინის შიგნით გადაადგილდა. მილიონობით ადამიანი იძულებული გახადეს, დაეტოვებინათ საცხოვრებელი სახლები ამ უაზრო ომის გამო“, – წერს ფილიპო გრანდი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
გაერო-ს მონაცემებით, უკრაინიდან გასულ პირებს შორის 116 000-მდე სხვა ქვეყნების მოქალაქეები არიან.
რუსეთმა საომარი მოქმედებები უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო.
The number of refugees from Ukraine — tragically — has reached today 2.5 million.
We also estimate that about two million people are displaced inside Ukraine.
Millions forced to leave their homes by this senseless war.
— Filippo Grandi (@FilippoGrandi) March 11, 2022