საბერძნეთში, კუნძულ ლესბოსზე და დადიას ეროვნულ პარკში ხანძარს ებრძვიან
საბერძნეთში, კუნძულ ლესბოსზე და დადიას ეროვნულ პარკში ხანძარს ებრძვიან.
ხანძარი ტურისტებში ერთ-ერთ პოპულარულ კუნძულ ლესბოსზე დღეს გაჩნდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კუნძულზე განთავსებულ პოპულარულ კურორტ ვატერადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო, ასევე, ევაკუირებულია ორი დასახლების მოსახლეობა.
ხანძარმა უკვე გაანადგურა რამდენიმე სახლი. მის ჩასაქრობად შვიდი სახანძრო თვითმფრინავი და ვერტმფრენია მობილიზებული.
ხანძარს უკვე სამი დღეა, ებრძვიან თურქეთის საზღვართან მდებარე დადიას ეროვნულ პარკშიც.
საბერძნეთში ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, უკვე მეორე წელია, მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვიან. გასულ წელს ხანძარმა მთელი საბერძნეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 121 ათასი ჰექტარი ტყე გაანადგურა.