საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა, დაშავებულია 167 ადამიანი.
მეხანძრეები კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
ცეცხლი თავდაპირველად გერიის მთის ფერდობზე, ფიჭვნარში დაიწყო, შემდეგ კი, ათენსა და კორინთს შორის მდებარე დასახლებებში გადავიდა.