საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა [ფოტო]

19:24, 24.07.2018

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა, დაშავებულია 167 ადამიანი.

მეხანძრეები კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

ცეცხლი თავდაპირველად გერიის მთის ფერდობზე, ფიჭვნარში დაიწყო, შემდეგ კი, ათენსა და კორინთს შორის მდებარე დასახლებებში გადავიდა.

მსგავსი