საბერძნეთის სამხრეთ ნაწილში ტყის ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
საბერძნეთის სამხრეთ ნაწილში ტყის ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
გარდაცვლილი 55 წლის მამაკაცია. ის პელოპონესის ნახევარკუნძულზე დაშავდა და საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მეხანძრეები ცეცხლის 45-ზე მეტ კერას ებრძვიან. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართულია 120 მეხანძრე და ათობით ერთეული ტექნიკა. მეხანძრეების ძალისხმევას ძლიერი ქარი აფერხებს. სტიქიით დაზარალებული რეგიონის რამდენიმე სოფლიდან ევაკუირებულია მოსახლეობა.