საბერძნეთის პროკურატურამ ატიკაში მასშტაბურ ხანძართან დაკავშირებით 23 ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენა
საბერძნეთის პროკურატურამ ატიკაში მასშტაბურ ხანძართან დაკავშირებით 23 ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენა

საბერძნეთის პროკურატურამ ატიკაში მასშტაბურ ხანძართან დაკავშირებით 23 ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენა. „როიტერსის“ ინფორმაციით, ბრალდებულებს შორის არიან რეგიონის გუბერნატორი და ორი ადგილობრივი მერი.

როგორც ცნობილია, საბერძნეთის პროკურატურას შესაბამისი 292 გვერდიანი ანგარიში აქვს მომზადებული, სადაც ხელისუფლების შეცდომები დეტალურად არის განმარტებული. პროკურატურის განმარტებით, სწორედ ამ შეცდომებმა გამოიწვია მასშტაბური მსხვერპლი.

ანგარიშის მიხედვით, მსხვერპლის დიდმა ნაწილმა მასშტაბური ცეცხლისგან თავის დაღწევა არასწორად განლაგებული ქუჩების გამო ვერ შეძლო. ამასთან, ხელისუფლებას დაგვიანებულ რეაგირებასა და სამაშველო ოპერაციის არასწორ კოორდინაციაში ედება ბრალი, რის გამოც მოსახლეობის დროული ევაკუაცია ვერ განხორციელდა.

2018 წლის ივლისში, საბერძნეთში ათენთან ახლოს მდებარე ატიკის რეგიონში მომხდარი ტყის ხანძრის დროს 100 ადამიანი დაიღუპა, 170-ზე მეტი კი დაშავდა.