საბერძნეთის კურორტი მატი - დრონით გადაღებული ვიდეოკადრები ხანძრის შემდეგ

ინტერნეტში საბერძნეთის კურორტ მატიდან დრონით გადაღებული კადრები ვრცელდება. კადრებში ჩანს დამწვარი სახლები და ავტომობილები.

ბოლო მონაცემებით, ხანძრის შედეგად 81 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 187, რომელთაგან 23 ბავშვია. უგზოუკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.

რაფინას გამგეობაში 24-საათიანი კრიზისცენტრი გაიხსნა, სადაც როგორც წითელი ჯვრის, ასევე ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შტაბი გახსნეს.

ხანძარი ათენის სიახლოვეს 23 ივლისს გაჩნდა. ქარის გამო, ცეცხლი სწრაფად გავრცელდა.