საბერძნეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ [ფოტო]
საბერძნეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ [ფოტო]

საბერძნეთში, რაფინას გამგეობაში 24-საათიანი კრიზისცენტრი გაიხსნა, სადაც როგორც წითელი ჯვრის, ასევე ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შტაბი გახსნეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი საბერძნეთიდან იუწყება.

სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ.

კურორტ მატიში და მიმდებარე დასახლებებში, ტურისტებისგან დაცლილმა სასტუმროებმა უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები შეიფარა. ასევე, მოსახლეობამ, რომელიც სტიქიას გადაურჩა, დაზარალებულები შეიფარა.

ამასთან, როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, რომლებიც ნახევრად დამწვარი საცხოვრებელი სახლებიდან ნივთებს იპარავდნენ. მარადიორები შევიდნენ ისეთ საცხოვრებელ სახლებშიც, რომელიც სტიქიას გადაურჩა.