საბერძნეთის დასავლეთ ნაწილში ტყეში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება
საბერძნეთის დასავლეთ ნაწილში ტყეში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
როგორც „როიტერი“ საბერძნეთის სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, ხანძრის რამდენიმე კერა კვლავ მძვინვარებს ათენიდან 40 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ მეგარას სიახლოვესაც.
ხანძარი ატიკას რეგიონში 19 მაისს გაჩნდა, რის გამოც 13 სოფლისა და სამი მონასტრის ევაკუაცია გახდა საჭირო. დამწვარია საცხოვრებელი სახლები და 20 ათასი კვადრატული მეტრის ტყის მასივი.
ხანძრის ჩაქრობას 250-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს. მობილიზებულია სპეცტექნიკა და ავიაციაც. ხანძრის გავრცელებას ხელს ქარი უწყობს.