საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ბოლო დეტალების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება
17 ნოემბერს, 12:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ბოლო დეტალების და დასკვნითი სამუშაოების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება.
პრესკონფერენციას დაესწრებიან 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის აღმასრულებელი პროდიუსერი – სერგი გვარჯალაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიის და კომუნიკაციების დირექტორი- თინათინ ბერძენიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – გიორგი ჩოგოვაძე, კონკურსის კრეატიული რეჟისორი – გორდონ ბონელო და შოუს წამყვანები: ლიზი ჯაფარიძე და ელენე კალანდაძე.
ჟურნალისტებს პირველად ექნებათ საშუალება დაათვალიერონ საკონცერტო დარბაზი რეჟისორთან ერთად, დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები.