საბავშვო ევროვიზიის მონაწილეებმა პარიზში პირველი რეპეტიცია გაიარეს

საბავშვო ევროვიზიის ქართველი კონკურსანტი უკვე პარიზშია.

19 დეკემბერს ნიკო ქაჯაია საფრანგეთის დედაქალაქში გიგა კუხიანიძის სიმღერით წარდგება. მას 18 კონკურენტი ჰყავს.

პრესტიჟული მუსიკალური კონკურსი „ლა სენ მუსიკალის“ დარბაზში ჩატარდება, სადაც მონაწილეებმა უკვე გაიარეს პირველი რეპეტიცია.