საბავშვო ევროვიზიის კონკურსის მონაწილეთა გამოსვლის რიგითობა ცნობილია
„ევროპის მაუწყებელთა კავშირმა“ საბავშვო ევროვიზიის კონკურსში მონაწილეთა გამოსვლის რიგითობა განსაზღვრა. კავშირმა გადაწყვეტილება სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით მიიღო.
საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ქვეყნები ასეთი თანმიმდევრობით წარდგებიან :
1. კვიპროსი
2.პოლონეთი
3.ნიდერლანდები
4.სომხეთი
5.ბელარუსი
6.პორტუგალია
7.ირლანდია
8.მაკედონია
9.საქართველო
10.ალბანეთი
11.უკრაინა
12.მალტა
13.რუსეთი
14.სერბეთი
15.ავსტრალია
16.იტალია
პირველი და ბოლო მონაწილე გუშინ გამართულ წითელი ხალიჩის ცერემონიაზე წილისყრის პრინციპით შეირჩა. ხოლო ქართველმა კონკურსანტმა მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მიიღო უფლება, ასევე წილისყრის პრინციპით ბრმად შეერჩია ნომერი.
„ევროპის მაუწყებელთა კავშირმა“ გადაწყვეტილება, შოუების სირთულისა და დრამატურგიის გათვალისწინებით მიიღო.
საბავშვო ევროვიზია საქართველოში წელს პირველად იმართება და მასში მსოფლიოს 16 ქვეყანა მონაწილეობს.
საბავშვო ევროვიზიის ფინალური ღონისძიება 26 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და პირდაპირ ეთერში 18 ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემს.